HUGO BOSS - ის ღონისძიების გამო რუსთაველი გამზირი დაკეტილია
29 ივნისი, 2017
რუსთაველის გამზირზე, მეცნიერებათა აკადემიის შენობის წინ საპატრულო პოლიციამ გზის სავალი ნაწილი გადაკეტა. გზის გადაკეტვა HUGO BOSS-ის მაღაზიის წინ დაგეგმილ ღონისძიებას უკავშირდება.
გზის გადაკეტვის გამო მოძრაობა შეფერხებულია და საცობია ვარაზისხევის აღმართზე, მელიქიშვილის ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე.