ალეკო ელისაშვილი თბილისში თავისი პლაკატების გაკვრას არ აპირებს

12 ოქტომბერი, 2017

 
ალეკო ელისაშვილი თბილისში თავისი პლაკატების გაკვრას არ აპირებს
 
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, „თბილისის იერსახის დამახინჯებას“ საკუთარი პლაკატებით არ აპირებს. „მთელი თბილისი არის აჭრელებული სხვადასხვა პარტიის, მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატებით. შემდეგ ისინი წლობით რჩება ხოლმე და ათასობით, ასიათასობით პლაკატი, ვისიც არ უნდა იყოს, ამახინჯებს ქალაქის იერსახეს.“ - აღნიშნავს ელისაშვილი ვიდეომიმართვაში. ალეკო ელისაშვილის თქმით, შეწირულობის სახით სხვადასხვა სტამბა მას ძალიან იაფად სთავაზობდა პლაკატების დაბეჭდვას, მაგრამ ტრადიციული პოლიტიკური გზით სიარულს არ აპირებს და არ უნდა, მისი პლაკატები თბილისს წლობით ამახინჯებდეს. „მე ვამბობ უარს, ჩემი პლაკატებით არ ავაჭრელებ ქალაქს.“ - თქვა ელისაშვილმა.