ხულოს 43, შუახევის 28 და ქედის ერთ საჯარო სკოლაში დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა

08 დეკემბერი, 2017

 
ხულოს 43, შუახევის 28 და ქედის ერთ საჯარო სკოლაში დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა. როგორც „ლიბერალს“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, გუშინ მთელი ღამის განმავლობაში თოვდა, თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, შეფერხებებია ენერგომომარაგების კუთხით, მიდმინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა უხვი ნალექის გამო, სამუშაოები გართულებულია. ფოტო: აჭარის ტელევიზია