პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა შემოხლა მოხდა
06 აპრილი, 2018
პარლამენტთან ტყიბულში დაღუპული და დაშავებული მეშახტეების მხარდამჭერ აქციაზე მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა შემოხლა მოხდა.
ლევან ლორთქიფანიძის თქმით, აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად ცოტა ხნით სავალი გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ მონაწილეებს არ მისცა.
გავრცელებული ინფორმაციით პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
ლევან ლორთქიფანიძის თქმით, დაკავებულები არიან: ცოტნე ცხვედიანი,გიორგი სოფრომაძე, კოსტა გურული და ვალო ჩაჩუა.