პრეზიდენტი სასჯელაღსრულების მინისტრსა და შეწყალების კომისიის წევრებს 19 აპრილს შეხვდება
17 აპრილი, 2018
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 19 აპრილს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრსა და შეწყალების კომისიის წევრებს შეხვდება - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახი კახიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„იმ სრულიად არაადეკვატური და ბინძური კამპანიის ფონზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით აწარმოა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ და „ევროპულმა საქართველომ“, მივესალმები მინისტრ კახიშვილის ძალიან კონსტრუქციულ, საქმიან პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, - ამბობს აბაშიშვილი.