მამუკა ბახტაძე ბილ გეიტს შეხვდა და „ვეფხისტყაოსანი" აჩუქა
22 აპრილი, 2018
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ვაშინგტონში კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეიტსს შეხვდა. ცნობილი მილიარდერი და ფილანტროპი მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგაზაფხულო ღონისძიების ფორმატში გამართული ვახშმის მასპინძელი იყო.
ტელეკომპანია „იმედის" ცნობით, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ბილ გეიტსს „ვეფხისტყაოსანი" აჩუქა.