მირზა სუბელიანი შსს-ში იმყოფება

31 მაისი, 2018

 
როგორც ლიბერალს შინაგან საქმეთა სამინიტროში განუცხადეს ამ წუთებში მირზა სუბელიანი შსს-ში იმყოფება.  პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი ერთ-ერთია, რომლის პასუხისგებაში მიცემასაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ითხოვს. რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაციაც, თითქოს სუბელიანმა ქვეყანა დატოვა, თუმცა ეს ფაქტი მაშინვე უარყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ.  სუბელიანი შსს-ში სავარაუდოდ გამოკითხვაზე იმყოფება.  შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ პრემიერმა კვირიკაშცვილმა გამართა ბრიფინგი, სადაც განაცხადა, რომ "ხვალ დილიდან შს სამინისტრო დაიბრუნებს საქმეს პროკურატურისგან გამოძიების პროცესში და ვიცე-პრემიერი გახარია წაიყვანს გამოძიების პროცესს. ის იქნება ხელმძღვანელი და ყველა ნაბიჯში ვიქნები ჩართული და გავაკონტროლებ პროცესს"