ხვალ თბილისში ტურინის „იუვენტუსის“ საწვრთნელი ბანაკის პრეზენტაცია გაიმართება
11 ივლისი, 2018
ტურინის „იუვენტუსი“ საქართველოში, სავარაუდოდ, საწვრთნელ ბანაკს ხსნის. ინფორმაციას კომპანია „გეოპლანტის” დამფუძნებელი მიხეილ ჭკუასელი ავრცელებს. „იუვენტუსის“ საწვრთნელი ბანაკის პრეზენტაცია ხვალ სასტუმრო „რივერსაიდში“ 10:00 საათზეა დაგეგმილი.
ბანაკის ქართველი ორგანიზატორების თქმით, დეტალური ინფორმაცია „იუვენტუსის“ ბანაკის შესახებ პრეზენტაციის შემდეგ გახდება ცნობილი.