დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე პროკურატურაში ალავიძე და ქუმსიშვილი გამოკითხეს

17 ივლისი, 2018

 
დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე პროკურატურაში ალავიძე და ქუმსიშვილი გამოკითხეს
 
პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ რეგიონების განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. ინფორმაცია „ლიბერალს“ პროკურატურაში დაუდასტურეს.  „მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე. გიდასტურებთ, რომ ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე. საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.