წოდორეთის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
27 ივლისი, 2018
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წოდორეთის წყეში ხანძარი ლოკალიზებულია. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 3 ჰა ფართობზე ხმელი ბალახი და ეკალ-ბარდები.
ადგილზე მუშაობს 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.