LIVE► საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას და ირაკლი შოთაძის გამოკითხვა მიმდინარეობს
03 აგვისტო, 2018
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას და ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.
დღესვე იგეგმება იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გამოკითხვა.
პარლამენტის საგამოძიებო კომისია გამოსაკითხ პირთა მოსმენას მიმდინარე კვირას დაასრულებს. ამის შემდეგ კომისია დასკვნის მომზადებაზე დაიწყებს მუშაობას.