ვიდეო ► მესტია - ვიდეოკადრები ყინულის ჩამოშლის ადგილიდან
04 აგვისტო, 2018
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მყინვარ ლეხზირზე ყინულის ჩამოშლის ადგილიდან ვიდეომასალას ავრცელებს.
სამსახურის ცნობით, მესტიაში მთიდან ყინულის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე მოხსნილია, წყლის დონემ ეტაპობრივად დაიკლო და მიმდებარე ტერიტორიისთვის, ამ ეტაპზე, საფრთხეს აღარ წარმოადგენს.
სამსახურის ცნობით, ვითარება ექვემდებარება კონტროლს. არცერთი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.