ხორავას საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულებს პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ

09 აგვისტო, 2018

 
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. „მოსამართლემ დღეს სრულად გაითავალისწინა დაცვის მხარის პოზიცია და აგრეთვე ის, რომ ის ღოინისძიებები რაც აქამდე იყო გამოყენებული ბრალდებულებთან დაკავშრებით, მიიჩნია აღმოფხრილად. შესაბამისად, დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა გირაოსთან დაკავშირებით, 3000 ლარი იქნა გამოყენებული გირაოს სახით და გაათავისუფლა დარბაზიდან“, - გაანცხადა ადვოკატმა იმედა ბეროშვილმა.