ბაბლუანი, სულთანიშვილი, ჩხეიძე - ვინ წარადგინა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა ცესკოში
13 აგვისტო, 2018
დღეს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს საინიციატივო ჯგუფთან ერთად საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციისთვის მიმართა.
სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა საინიციატივო ჯგუფმა, რომლის წევრებიც არიან: თეიმურაზ ბაბლუანი, ვახტანგ ლაღიძე, რუსუდან გლურჯიძე, სიმონ პეტრიდისი, ივანე იანტბელიძე, გურამ სულთანიშვილი, გიორგი კალანდია, ქეთევან კიღურაძე-გოგილაშვილი, თამარ ჩხეიძე, ივანე მაჭავარიანი, ანგი ხუციშვილი.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო კამპანიას, ოფიციალურად, დიდი ჯიხაიშიდან, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან დაიწყებს.
„ეს არ არის საბოლოო რეგისტრაცია. მოგვიანებით უნდა მოვიტანოთ მხარდამჭერთა ხელმოწერები. ამაზე მუშაობას ხვალიდან ვიწყებთ იმისათვის, რომ თბილისსა და რეგიონებში ჩემი ყველა მხარდამჭერის ხელმოწერა შეგროვდეს." - განაცხადა ზურაბიშვილმა.