მთავრობა უსასყიდლოდ გადასცემს მიწას აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის ცენტრის ასაშენებლად

12 სექტემბერი, 2018

 
მთავრობის სხდომის დაწყებამდე მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე იხილება პროექტი, რომელიც თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებისა და ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნას გულისხმობს.  კერძოდ, მისი თქმით,  სახელმწიფო უსასყიდლოდ გადასცემს მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდს მიწის ნაკვეთს, რომელზეც  ცენტრი აშენდება 230 ბენეფიციარისთვის.