მოქალაქეები ზურაბიშვილს 30 თეთრს „30 ვერცხლის ნაცვლად“ ურიცხავენ - აქცია #ნუყიდისაქართველოს

14 სექტემბერი, 2018

 
სალომე ზურაბიშვილს მოქალაქეების ნაწილი ანგარიშზე 30 თეთრს ურიცხავს „30 ვერცხლის“ ნაცვლად, შემდეგ კი ქვითრებს Facebook-ზე აქვეყნებენ. ისინი ჰეშთეგით #ნუყიდისაქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის დამოკიდებულებას აგვისტოს ომის მიმართ აპროტესტებენ.  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 27 აგვისტოს 40 ათასი ლარი შესწირა თავის თავს. ყველაზე მეტი თანხა (50 ათასი ლარი) კი შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" აღმასრულებელმა მენეჯერმა ვახტანგ ლაღიძემ.