„იბერიის" ეთერში მარიხუანის პოპულარიზაციისთვის სასამართლომ გიგა მაქარაშვილი დააჯარიმა
21 სექტემბერი, 2018
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარით დააჯარიმა.
გიგა მაქარაშვილი ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში, სავარაუდოდ, მარიხუანის მოწევას ცდილობდა. ამის გამო გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ პოლიცია გამოიძახა.
ტელეკომპანიის ეთერში მოწევისთვის შსს მაქარაშვილს მარიხუანის პოპულარიზაციას ედავებოდა.
ამ მუხლის მიხედვით, იკრძალება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა პოპულარიზაცია ან რეკლამა ან მათი შექმნის, მოხმარების, გამოყენებისა და შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.