სასამართლომ ლგბტ აქტივისტის შეურაცხყოფისთვის ბესიკ დანელია 1 ლარით დააჯარიმა
06 დეკემბერი, 2018
ლგბტ აქტივისტი ლევან ბერიანიძე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს. მისი თქმით, სასამართლომ დამნაშავედ ცნო ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი, რომელმაც კავკასიის ეთერში მას „პიდარასტი” უწოდა. მოსამართლემ ბესიკ დანელია 1 ლარით დააჯარიმა.
„ლგბტ ადამიანების საჯაროდ შეურაცხყოფა ერთი ლარი ღირს. და მერე გაგვიკვირდება, რატომ გარბის ლგბტ თემი საქართველოდან და რატომ არ მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს და სასამართლოს უფლებების დარღვევის შემთხვევაში." - წერს ლევან ბერიანიძე.