H1N1-ის რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, სასწავლო პროცესი გადაიდება - განათლების სამინისტროს წარმომადგენელი

08 იანვარი, 2019

 
H1N1-ის რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, სასწავლო პროცესი გადაიდება, - ამის შესახებ რუსთავი 2-თან საუბარში სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტემენტის ზოგადი განვითარების სამმართველოს უფროსმა, ეკატერინე ხუციშვილმა განაცხადა.  მისივე განმარტებით, 16 იანვრამდე არდადეგებია გამოცხადებული. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციის შედეგად, თუ იქამდე ვირუსის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა, სწავლის პროცესიც გადაიდება.  ამ დროის მონაცემებით, ლაბორატორიულად დადასტურებულია ვირუსის გამოვლენის 162 შემთხვევა. გარდაცვლილთა რაოდენობა 10-ია.