გრიპის ვირუსის გამო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერდება
10 იანვარი, 2019
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერდება 11 იანვრიდან 21 იანვრამდე.