ნაირობიში სასტუმროზე თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა
16 იანვარი, 2019
კენიის დედაქალაქ ნაირობიში სასტუმროზე სამხედრო ჯგუფის თავდასხმის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა.
კენიის პრეზიდენტ უჰურუ კენიატას თქმით, ინციდენტი აღოფხვრილია და თავდამსხმელები განეიტრალებულია. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი პირი იღებდა მონაწილეობას თავდასხმაში. მომხდარზე პასუხისმგებლობა სამხედრო დაჯგუფება ალ-შაბაბმა აიღო.
პრეზიდენტის თქმით, მთავრობამ 700 ადამიანის ევკუაცია მოახერხა, 14 კი დაიღუპა. კენიის წითელი ჯვრის ინფორმაციით, დაღუპულია გაცილებით მეტი - 24 ადმაიანი.
CCTV footage reveals faces of militants behind #RiversideAttack. #KenyaAttack #WeShallOvercome pic.twitter.com/ouYugp5s9v
„შემიძლია დავადასტურ, რომ სასტუმროში ოპერაცია დასრულებულია და ყველა ტერორისტი განეიტრალებულია. ჩვენ მოვძებნით თითოეულ ადმაიანს, ვისაც ამ საშინელების დაფინანსებაში, დაგეგმვასა თუ აღსრულებაში მიუძღვის წვლილი" - თქვა პრეზიდენტმა.