აფრიკის დასახლებაში 13 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს
19 იანვარი, 2019
გუშინ თბილისში, აფრიკის დასახლებაში, 13 წლის ბავშვი დაიკარგა.
პოლიციამ მისი ცხედარი გუშინვე, სახლიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით თხრილში იპოვა.
ამის შესახებ „ლიბერალს" შსს-ში განუცხადეს.
წინასწარი ინფორმაციით იგი თხრილში ჯართის მოსაგროვებლად ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოჰყვა.
როგორც მეზობლები ამბობენ, ბავშვი ხშირად დადიოდა ჯართის მოსაგროვებლად.