ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა
21 იანვარი, 2019
რამდენიმე საათის წინ TV პირველის ჟურნალისტი და წამყვანი, ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა.
მის ოჯახს უკვე შეატყობინეს მომხდარის შესახებ.
ლევან ჩხაიძე 34 წლის იყო.
ის მეგობრებთან ერთად ბუდაპეშტში იმყოფებოდა. ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა გარდაცვალება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.
„ლიბერალი“ უსამძიმრებს ლევან ჩხაიძის ოჯახს და მეგობრებს.