მიტროპოლიტი ეპიფანე უკრაინის ეკლესიის წინამძღოლის ტახტზე აღსაყდრდა
03 თებერვალი, 2019
მიტროპოლიტი ეპიფანე კიევისა და სრულიად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის ტახტზე აღსაყდრდა.
40 წლის მიტროპოლიტი ეპიფანე ამჯერად უკვე ოფიციალურად მართავს სამართლმადიდებლოს ახალ ავტოკეფალურ ეკლესიას. ცერემონია კიევის წმინდა სოფიას სახელობის კათედრალში მიმდინარეობს. ტაძარში გამოფენილია ავტოკეფალიის ტომოსი.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი 5 იანვარს მოაწერა.