რუსთავში 13 წლის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ბიძა დააკავეს
10 თებერვალი, 2019
რუსთავში 13 წლის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ბიძა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა კილაძემ “მოამბესთან“ განაცხადა, რომ ბრალდებულის თანმხლებ პირებს მიეცა რეკომენდაცია მიემართა ფსიქიატრიული მკურნალობისთვის მიემართა სტაციონარისთვის. თუმცა, მისი თქმით, ბრალდებულმა ფსიქიატრიულის სტაციონარს არ მიმართა.