სალომე ზურაბიშვილი ანგელა მერკელს შეხვდა
20 თებერვალი, 2019
დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიაში ანგელა მერკელს შეხვდა.
"დრო მოვიდა, რომ მოვითხოვოთ მეტი მხარდაჭერა ჩვენი დასავლელი მეგობრებისგან ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და ასევე, სხვა საკითხებში.
მიხარია, რომ ქალბატონი კანცლერი იზიარებს ჩვენს მოსაზრებებს, რაც საქართველოსა და გერმანიის მეგობრული ურთიერთობის გაძლიერებისა და განახლების საფუძველია." - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.