ქუთაისში ორ არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა - შსს
20 მარტი, 2019
ქუთაისში ორ არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა. როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ინფორმაცია მომხდარის შესახებ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ გაავრცელა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტს თვითმხილველებმა განუცხადეს, და-ძმა სკოლიდან მოკლე გზით ბრუნდებოდა. ლიანდაგზე გადასვლისას მათ წყალტუბო-ქუთაისის მატარებელი დაეჯახათ.