ერაყში ბორნის ჩაძირვას 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

21 მარტი, 2019

 
ერაყში მდინარე ტიგროსში ხალხით სავსე ბორანი ჩაიძირა, რასაც მინიმუმ 70 ადამიანი ემხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით, ქალაქ მოსულში მოხდა. მოსულის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ბორანზე 100-მდე ისეთი ადამიანი იყო, რომელსაც ცურვა არ შეეძლო. გავრცელებული ინფორმაციით, ბორანს გეზი ტურისტული კუნძულისკენ ჰქონდა, სადაც ქურთები მათ ახალ წელს - ნოვრუზს აღნიშნავდნენ. BBC-ის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია მდიანრე ტიგროსში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრმა ადელ აბდულ მაჰდიმ მომხდარის გამოძიება მოითხოვა. მოსულთან კაშხლის გაშვების გამო ხელისუფლება ბოლო დღეებში მოქალაქეებს წყლის დონის აწევის შესახებ აფრთხილებდა. საწყალოსნო ბიზნესოპერატორებს ამ გაფრთხილების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ.