მოზარდი, რომელიც წუხელ რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა
15 აპრილი, 2019
16 წლის გოგონა, რომელიც წუხელ რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა, კლინიკა „რუსთავში“ გარდაიცვალა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, მოზარდი მრავლობითი მოტეხილობითა და ტრავმული შოკით კლინიკაში წუხელ შეიყვანეს. საცხოვრებელ კორპუსთან, საიდანაც არასრულწლოვანი გადმოვარდა საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.