სენაკაში 17 მოსწავლე მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს
10 მაისი, 2019
სენაკის მეორე საჯარო სკოლის 17 მოსწავლე მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ „ლიბერალს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს.
როგორც უწყებაში ამბობენ, ბავშვების ნაწილი გაწერილია უკვე საავადმყოფოდან, ნაწილის მდგომარეობა კი სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.