ზაზა გაბუნიას განცხადებით, ზუგდიდში წელს ასობით დევნილი მიიღებს საცხოვრებელ ბინას
16 მაისი, 2019
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, ზუგდიდში წელს ასობით დევნილი მიიღებს საცხოვრებელ ბინას.
„ექვსი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს და ჯამში 720 ოჯახი დაკმაყოფილდება მიმდინარე წლის შემოდგომიდან შესაბამისი გრაფიკის მიხედვით. მნიშვნელოვანია, რომ სახეზეა აქტიური სამშენებლო პროცესი", - განაცხადა გაბუნიამ.
დევნილთათვის სახლებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აშენებს.