ყაზბეგში ვერტმფრენი ჩამოვარდა, არიან დაღუპულები - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

06 ივნისი, 2019

 
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრში „ლიბერალს" განუცხადეს, რომ ყაზბეგში ჩამოვარდა კერძო ვერტმფრენი. პრესცენტრში დაღუპულთა ზუსტ რაოდენობას, ჯერჯერობით, ვერ ასახელებენ. ვერტმფრენი „ავიატორ პლუსს" ეკუთვნოდა. უცნობია, ბორტზე მყოფები საქართველოს მოქალაქეები იყვნენ თუ არა.