მთაწმინდის ოლქის #1 უბანზე ლადო კახაძემ გაიმარჯვა

09 ივნისი, 2019

 
პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქის N1 უბანში ხმების უმრავლესობა ლადო კახაძემ მიიღო. „ლიბერალის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, მთავარ კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: შალვა შავგულიძე - 208; ლადო კახაძე - 290. მთაწმინდის ოლქში სულ 31 საარჩევნო უბანია.  არჩევნების პირველ ტურში აღნიშნულ უბანზე ხმების უმრავლესობა შალვა შავგულიძემ მიიღო. ხმები ასე გადანაწილდა: შალვა შავგულიძე - 144; ლადო კახაძე - 134. აღნიშნულ უბანზე პირველ ტურში არჩევნებში მონაწილეობა 420-მა ამომრჩეველმა მიიღო.  #22 საარჩევნო უბანზე ლადო კახაძემ გაიმარჯვა