არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
11 ივნისი, 2019
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა,- ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.
სასამართლო სხდომა მოსამართლე იოსებ აბრამიძის გადაწყვეტილებით დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამაკაცის ადვოკატის, ზურაბ ზურაბიშვილის ინფორმაციით, მამაკაცი ბრალს არ აღიარებს.
მამაკაცს ბრალი სსკ-ის 137-ე მუხლით წაუყენეს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. მსხვერპლი პოლიციამ დაზარალებულად ცნო.