პარლამენტის წინ გამოსვლები გრძელდება - აქცია ხვალ 19 საათზე განახლდება
21 ივნისი, 2019
პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას აქციის მოდერატორმა მიშა მშვილდაძემ მიმართა. მისი თქმით, აქცია გაგრძელდება, ვიდრე ყველა მსურველი ტრიბუნიდან საკუთარ პოზიციას არ გამოხატავს. მშვილდაძემ ხვალინდელი აქციაც დააანონსა - ხვალ, პარლამენტის წინ საპროტესტო გამოსვლები 7 საათიდან განახლდება და გაგრძელდება მანამდე, სანამ ყველა მოთხოვნა არ შესრულდება.
„ხელისუფლებისგან არ მიგვიღია არანაირი პასუხი ჩვენს მოთხოვნებზე, ეს ნიშნავს ორ რამეს: პირველი - ჩვენი ბრძოლა იქნება ხანგრძლივი და მეორე - ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ მშვიდობიანი გზებით ძალადობის გარეშე, სიტყვის, იდეისა და ერთობის ძალით!“ - განაცხადა მშვილდაძემ
მშვილდაძის თქმით, თუკი ხვალ, 7 საათამდე დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ, „მერე უკვე გვექნება უფლება, რომ ავირჩიოთ მათთვის [ხელისუფლებისთვის] გასაგები მეთოდები იმისათვის, რომ ჩვენი სამართლიანი, ლოგიკური სამშობლოსთვის საჭირო მოთხოვნები აუცილებლად შესრულდეს“.
აქციის მონაწილეების მოთხოვნებია: