ვლადიმერ პუტინი საქართველოსთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია

09 ივლისი, 2019

 
ვლადიმერ პუტინი საქართველოსთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია
 
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოსთვის სანქციების დაწესებას საჭიროდ არ მიიჩნევს. “მე ამას არ გავაკეთებდი ქართველი ხალხის პატივისცემის გამო"- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი ერთხმად დაუჭირა. საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების მიღების მომხრე კანონმდებლებმა, რეკომენდაცია მისცეს მთავრობას, განიხილოს საქართველოს წინააღმდეგ სპეციალური ეკონომიკური ზომების მიღების მიზანშეწონილობა და შესაბამისი წინადადებები წარუდგინოს რუსეთის პრეზიდენტს.