სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი "რუსთავი 2"-ის საქმეზე

18 ივლისი, 2019

 
სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი
 
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2“-ის საქმეში ქართული სასამართლოების მხრიდან დარღვევები არ დადგინდა. სტრასბურგის სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება, რომლის მიხედვითაც  ტელეკომპანია „რუსთავი 2“  ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. სტრასბურგის სასამართლომ ასევე გააუქმა განჩინება აღსრულების შეჩერების შესახებ. ამ ნაწილში განაჩენი გასაჩივრებას არ ექვემდებარება. დღეს, 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ „ტელეკომპანია საქმეზე „რუსთავი 2“ საქართველოს წინააღმდეგ“ განაჩენი გამოიტანა. განაჩენს ეხმაურება იუსტიციის სამინისტროც.  ამ საქმეზე მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ვრცელი მიმოხილვა.