ახალ 2019 სასწავლო წელს, 109 სკოლა პირველკლასელების გარეშე შეხვდება

30 ივლისი, 2019

 
ახალ 2019 სასწავლო წელს, 109 სკოლა პირველკლასელების გარეშე შეხვდება
 
 1-დან 10-მდე პირველკლასელი დარეგისტრირდა 1056 საჯარო და 45-მდე კერძო სკოლაში.  საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესი დასრულებულია. 2019 სასწავლო წლისთვის სულ 53 506 პირველკლასელი დარეგისტრირდა, აქედან საჯარო სკოლებში 47 563, ხოლო კერძო სკოლებში - 5 943.  ტრადიციულად, საჯარო სკოლების პირველკლასელები სახელმწიფოსგან საჩუქრად კომპიუტერებსა და სახელმძღვანელოებს მიიღებენ.