ვიდეო► ჰააგის მთავარ სამრეკლოში გია ყანჩელის პატივსაცემად მისი მელოდიები აჟღერდა
04 ოქტომბერი, 2019
გია ყანჩელის პატივსაცემად, ჰააგის, „St . Jacobs“-ის სახელობის უძველესი ეკლესიის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან მისივე უკვდავი ნაწარმოებები „ყვითელი ფოთლები“ და ფილმ „შერეკილებიდან“ მელოდია აჟღერდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ჰააგის სამრეკლოს ზარები ასევე დაუკრავენ რევაზ ლაღიძის „თბილისო“, „სულიკო“ და დავით არჩვაძის „მონატრებიხარ ფიქრებს“.