სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტს შუამდგომლობით მიმართავს
31 ოქტომბერი, 2019
წმინდა სინოდმა მსჯავრდებულ დეკანოზ მამალაძის შეწყალება გადაწყვიტა. ისინი დეკანოზის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტს შუამდგომლობით მიმართავენ.
მეუფე პეტრეს ინფორმაციით, ამის შესახებ სინოდმა გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღო.
„დეკანოზ გიორგი მამალაძის შუამდგომლობა ერთსულოვნად გაითვალისწინა წმინდა სინოდმა და გადაწყვიტა უშუამდგომლოს პრეზიდენტთან გასათავისუფლებლად“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.