სალი რუნის მესამე რომანი შემოდგომაზე გამოვა

 
გამომცემლობის Farrar, Straus and Giroux ინფორმაციით, წიგნის სახელწოდებაა „Beautiful World, Where Are You" („მშვენიერო სამყაროვ, სად ხარ?“).  სიუჟეტის ცენტრში არიან საუკეთესო მეგობრები ელისი და ეილინი. ისინი 30 წლისანი არიან და იმყოფებიან სხვადასხვა ადგილსა და ძალიან განსხვავებულ ტრაექტორიებში“. ელისი მწერალია და საწყობის მუშა ფელიქსს რომში, მასთან ერთად გამგზავრებას სთავაზობს. იმავდროულად, ეილინი, რომელიც შეწყვეტილი სასიყვარულო რომანის დავიწყების პროცესშია, ელისის ბავშვობის მეგობრის, საიმონის გულის მონადირებას ცდილობს. გოგოების მთელი ურთიერთობა ელექტრონული მიმოწერაა „ხელოვნების, მეგობრობის, მათ ირგვლივ არსებული სამყაროსა და რთული სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ, რომლებიც მათსავე ცხოვრებაში ვითარდება“. და მთავარი კითხვაა, გაუძლებს თუ არა მათი კავშირი ხელახალ პირისპირ შეხვედრას?.. წიგნს უკვე გამოეხმაურნენ ამერიკული The New York Times-ი და ბრიტანული Guardian-ი.