„სასაცილოა და თვალებში ნაცრის შეყრა", - ლაშა თორდია ფარცხალაძის საქმეზე
„გამომდინარე ძალიან ბევრი სკანდალური თემისა, რომელიც ოთარ ფარცხალაძის ირგვლივ დაგროვდა, აუცილებელი იყო, ხელისუფლების მხრიდან რაღაცა ფორმით რეაგირება, რომ მათ რაღაცა გააკეთეს", - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ლაშა თორდია აცხადებს.
„ასეთი [რეაგირება] არის უფრო უარესი ჩემი აზრით, ამას ჯობდა მართლა არაფერი გაეკეთებინათ. 5 000-ლარიანი გირაო ოთარ ფარცხალაძზე რამენაირ ზეგავლენას მოხდენს?! ფარცხალაძეს მარტო აუდიტის სამსახურის გამოძიებით 2 მილიონი აქვს ნაშოვნი. ამ ფორმით ცდილობენ, რომ ეს საქმე ჩაფარცხონ", - აცხადებს თორდია.
მისი თქმით, თავად ვარაუდობდა, რომ ფარცხალაძეს შეთანხმებულად რაღაც დროით ციხეში ჩასვამდნენ, თუმცა ამაშიც შეცდა.
„ვვარაუდობდი, რომ რაღაც სპექტაკლის დადგმას ექნებოდა ადგილი, რაც დღეს ასრულდა. გუშინ მეგონა, რომ შეთანხმებულად, რაღაც დროით ციხეში ჩასვამდნენ ოთარ ფარცხალაძეს, თუმცა, ამაშიც კი შევცდი. აკმარეს მხოლოდ და მხოლოდ 5 000-ლარიანი გირაო, რა თქმა უნდა, სასაცილოა უბრალოდ და თვალებში ნაცრის შეყრა,“ - განაცხადა ლაშა თორდიამ.
თალაკვაძე ფარცხალაძეზე: გამოძიების დაწყება მიუთითებს, რომ კანონის უზენაესობა ხელისუფლებისთვის პრინციპულია
მეზვრიშვილი ფარცხალაძეზე: ბოლო პერიოდში რატომღაც ყველაფერს არჩევნების თემას უკავშირებენ
საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ბრალი 126-ე, ცემის მუხლით წარედგინა. პროკურორ ემზარ გაგნიძის თქმით, გამოძიებამ მუხლი სწორად განსაზღვრა, რადგან ჩხუბი „ყოფით ნიადაგზე“ დაიწყო და ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას საქმიანობა არაფერ შუაში არ არის.
ლაშა თორდიას ცემის საქმეზე გამოძიების სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაწყებას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აპროტესტებს.
ორგანიზაცია, რომელიც ლაშა თორდიას ინტერესებს იცავს, მიიჩნევს, რომ საქმის გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას, მისი საქმიანობის გათვალისწინებით.
პროკურორი მიიჩნევს, რომ გამოძიებულია ყველა ის დეტალი, რომელიც საქმის კვალიფიკაციისთვის არის საჭირო, თუმცა იმ ვერსიაზე, რაზეც საუბრობს ლაშა თორდია, გამოძიება მაინც მიმდინარეობს.
„რაც შეეხება დაზარალებულის ვერსიას, რომ აუდიტის დასკვნა გახდა მიზეზი, მინდა, მოგახსენოთ, რომ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ამ საკითხზეც მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დასკვნით ფაზაშია უკვე გადასული. აღნიშნულ საქმეშიც ჩართულები არიან საერთაშორისო ექსპერტები. ჩვენი ინფორმაციით, ისინი უახლოეს მომავალში დადებენ დასკვნას,“ - თქვა პროკურორმა.