მობილური აპლიკაციის დამზადება

 


ხშირად დასმული კითხვები



რა ღირს მობილური აპლიკაციის დამზადება?

აპლიკაციის შექმნისის საშუალო ფასები მერყეობს 15-20 ათასის ფარგლებში.

ამავდროულად აპლიკაციის ფუნქციონალური სირთულიდან გამომდინარე მისი დამზადების ღირებულებამ შესაძლოა 100 000 ლარსაც გადააჭარბოს





მობილური აპლიკაციების დამზადება

მობილური აპლიკაციის გამოყენება ერთ-ერთი იდეალური გზაა ბიზნესებისთვის, განვითარების გზაზე. ციფრული მარკეტინი, მნიშვნელოვანი საშუალებაა მათთვის, გააცნონ და შეაყვარონ თავი საზოგადოებას. დღევანდელი სტატისტიკის თანახმად, მობილური აპლიკაციების მომხმარებელთა რიცხვი, დღითი-დღე იზრდება, რაც ბიზნესმენებს, გაძლევთ საშუალებას მოიზიდოთ მეტი მომხმარებელი.

მობილური აპლიკაციის შექმნა
თუმცა მოსვენებას მაინც არ გაძლევთ კითხვა, ,,აუცილებელია თუ არა მობილური აპლიკაცია“? ეს მართლაც სერიოზული გადაწყვეტილებაა ბიზნესის ცხოვრებაში. იგი ერთ-ერთი გზაა მიიღოთ ღირებული მარკეტინგი, რაც მოგცემთ საშუალებას, კონკურენცია გაუწიოთ სხვა კომპანიებს. მნიშვნელოვანია, ზუსტად გესმოდეთ აპლიკაციის დადებითი მხარეები, რომელთაც ამ სტატიის მეშვეობით სრულად გაიცნობთ.

მობილური აპლიკაციის უპირატესობა

მობილური აპლიკაციების დამზადება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, მობილური აპლიკაციების დამზადებისა, სწორედ ზემოთხსენებული კომუნიკაციების ეფექტური და ხარისხიანი წარმართვაა. მობილური აპლიკაცია, საშუალებას აძლევს როგორც ბიზნესს, ისევე მომხმარებელს, დაამყარონ ერთმანეთთან პირდაპირი კომუნიკაცია და მიიღონ სასურველი ინფორმაცია სწრაფად და მარტივად. მომხმარებლის ჩართულობის მაღალი დონე მობილური აპლიკაცია აუმჯობესებს ურთიერთობასა და დამოკიდებულებას, ბიზნესსა და კლიენტს შორის. ძირითადად, მომხმარებლის კითხვები ეხება მომსახურებას, ან გამოხატავენ სუბიექტურ აზრს. ყოველივეს საშუალებას მათ მობილური აპლიკაცია აძლევთ.

ბრენდის ცნობადობა

რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია - ბრენდინგი - მობილური აპლიკაციის ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობაა. ის გეხმარებათ მოიზიდოთ ერთგული და საინტერესო მომხმარებელი. სხვა კუთხითაც რომ შევხედოთ, აპლიკაციის გამოყენება მეტად ინოვაციური გზაა მომხმარებლამდე ინფორმაციის მისაწოდებლად.

ეფექტური მარკეტინგი

აპლიკაციის განვითარება, გაძლევთ საშუალებას მოიძიოთ სანდო და ერთგული აუდიტორია, რაც განპირობებულია მობილური აპლიკაციების შემდეგი ბერკეტით: შესაძლებელია მომხმარებელთან შეტყობინებების გაგზავნა. ასე მეტ სასარგებლო მომხმარებელს იპოვით!

აპლიკაციების დამზადება


სანდო პროგრამა

თუ კომპანია, უზრუნველყოფს სანდო პროგრამას, ამ შემთხვევაში მობილური აპლიკაციის საშუალებით, ციფრული სქემის გამოყენება, არის საკმაოსდ ეფექტური ხერხი მომხმარებელთა საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად. უფრო მეტია ალბათობა, რომ ხარჯებით ,,დაჯილდოებული“ მომხმარებელი, კვლავ ეწვევა აპს.

კონკურენცია

მობილური აპლიკაცია მეტად განგასხვავებთ და გამოგარჩევთ კონკურენტებისაგან. ის გიქმნით სერიოზულ ფონს. მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაციების გამოყენება ყოველდღიურად მეტად პოპულარული ხდება, ჯერ კიდევ ნაკლები კომპანიისთვისაა ცნობილი მისი მნიშვნელობის შესახებ.

მოდი განვიხილოთ ეს თემა უფრო ფართოდ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ მობილური აპლიკაციის კონკურენტუნარიანობაში.

მობილური აპლიკაცია, როგორც ბერკეტი კონკურენციის დასაძლევად

გარდა იმისა რომ მობილური აპლიკაცია ახალი ინიციატივაა, მას კიდევ გააჩნია ბევრი დადებით მხარეები, რომლებიც კონკურენტების უკან ჩამოტოვებაში დაგემარებათ. მაგალითად, მობილური აპლიკაცია, ვებგვერდისგან განსხვავებით მუშაობს ისეთ ადგილებშიც სადაც ინტერნეტთან წვდომა არაა. ასე რომ, სოფელში მცხოვრებ მოსახლეოასაც არ დასწყვეტთ გულს და მისცემთ საშუალებას მიიღონ სასურველი ინფორმაცია, ინტერეტთან კავშირის გარეშე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი და მომსახურება ხელმისაწვდომი გახდება მობილური აპლიკაციების საშუალებით, მაშინ ნებისმიერ ხელისშემშლელ ფაქტორს, დასჭირდება მეტი ძალისხმევა. ამგვარად იზრდება თქვენი შესვლის ბარიერი და იკავებთ გარკვეულ პოზიციას ბაზარზე. უყოყმანოდ ვთანხმდებით ყველა, რომ ყველა ბიზნესი მჭიდრო კომუნიკაციას ცდილობს მომხმარებელთან. შესაძლოა ამის გაკეთება მარტივი ვებგვერდითაც მოახერხოთ, მაგრამ მობილური აპლიკაცია გვაძლებს საშუალევას კლიენტებს შორის დავიკავოთ შესანიშნავი პოზიცია. იცოდით რომ მომხმარებელთა სამოცი პროცენტი, გადახდების შესასრულებლად ირჩევს მობილურ აპლიკაციას.

აპლიკაციების შექმნა


როგორ განისაზღვერება მოგბილური აპლიკაციის ფასი?

მობილურ აპლიკაციას კონკრეტული ფასი არ გააჩნია. მისი ღირებულება მერყეობს რამდენიმე ათასი ლარიდან ათობით ათას ლარამდე, რაც განისაზღვრება დიზაინის, ფუნქციონალების, ოპერაციული სისტემის, ინტეგრირების რაოდენობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. მოდით განვიხილოთ თითოეული ეს ფაქტორი:

მიზნის სიცხადე

მას შემდეგ რაც გადაწყვიტეთ მობილური აპლიკაციის დამზადება და ჩამოაყალიბეთ იდეა, თუ რა გსურთ, აუცილებლად განსაზღვრეთ დეტალები, ფუნქციონალები, დიზაინი და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროექტის დაწყება მოიტანს უარყოფით შედეგებს.

ვინ ამზადებს აპლიკაციას?

აპლიკაციის დამზადება აუცილებლად პოფესიონალს უნდა ანდოთ. გირჩევთ შეისწავლოთ მისი გამოცდილება, შეგიძლიათ უშუალოდ მათ მიერ გაკეთებულ დიზაინებსა და პროგრამებზე გაისაუბროთ, ერთად განსაზღვოთ ფასი და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგეს პროგრამისტი მუშაობას. დასვით კითხვები

რა ღირს აპლიკაციის შექმნა?

რა სერვისები შედის/არ შედის აღნიშნულ ფასში?

რა დროა საჭირო აპლიკაციის შესაქმნელას?

რომელი პროგრამული ენით იქნება დამზადებული აპლიკაცია?

როგორ შეიძლება ფასის შემცირება?

როგორია აპლიკაციის დამზადების პროცედურა?

უკეთესია, თუ კითხვებზე პასუხს წერილობით დააფიქსირებთ, რადგან ეს, გაგიმარტივებთ ურთიერთობას.

ტექნიკური დავალება

ზოგადად, ტექნიკური დავალების შესრულება დამატებით ანაზღაურებადია, თუმცა პატარა აპლიკაციების შემთხვევაში, ის ცალკე არ განისაზღვრება. შესაძლებელია ტექნიკური დავალება და აპლიკაციის დამზადება, სხვადასხვა პირებს. თუმცა თუ ორივე ერთ პროგრამისტს ევალება, შესაძლებელია პირველ ეტაპზე დაიდოს წინარე ხელშეკრულება, რომლის საგანი იქნება ტექნიკური დავალების შედგენა, რის შემდეგაც დაიდება უკვე ძირითადი ხელშეკრულება მობილური აპლიკაციის დამზადების თაობაზე.

ios აპლიკაციის შექმნა


დიზაინი

აპლიკაციის დიზაინი ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია აპლიკაციის ფასისა. ზოგიერთი აპლიკაციისთვის, დიზაინი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, ხოლო სხვებისთვის ნაკლებ. შესაბამისად, ზოგი მეტად დახვეწილ დიზაინს ითხოვს, ზოგი ნორმალურს. სწორედ ამის მიხედვით განისაზღვრება დიზაინის ღირებულება.



პროგრამული ნაწილი

პროგრამისტების სამუშაოს ღირებულება  დამოკიდებულია სხვადასხვა ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებზე. ობიექტური ფაქტორები – პროგრამისტის გამოცდილება, მისი პორთფოლიო, რა სითულის აპლიკაციებზე უმუშავია და ა.შ. სუბიექტური ფაქტორები – როგორ და რამდენად აფასებს პროგრამისტი საკუთარ თავს. პროგრამისტების შერჩევისას, მნიშვნელოვანია გაარკვიოთ, რომელი ოპერაციული სისტემის აპლიკაციაზე აქვს ნამუშევარი უფრო მეტად. ზოგადად მისი ანაზღაურების განსაზღვრა, ამ ფაქტორებზე დაყრდნობით ხდება, თუმცა თუ აპლიკაციას კომპანიას უკვეთავთ, აღნიშნული საკითხი ნაკლებ აქტუალურია დამკვეთისთვის. გაითვალისწინეთ: აპლიკაციების 25% გამოიყენება ერთხელ, ამიტომ მნიშვნელოვანია, აპლიკაცია იმდენად ეფექტური და სრულფასოვანი იყოს, რომ მომხმარებელს სხვა მსგავსის დაინსტალირება აღარ მოუხდეს. გაეცანით კრიტერიუმებს, რომლებიც ამ პირობების შესრულებაში დაგეხმარებათ: ლაკონური და საინტერესო აღწერილობა; ლამაზი ლოგო და დიზაინი; მარტივი გამოყენება; სასარგებლო ფუნქციები; და რას უპასუხებთ კითხვაზე, ,,მართლა მნიშვნელოვანია მობილური აპლიკაციები ბიზნესისთვის?“ ალბათ კის. ხოდა დროა გადაწყვიტოთ მათი შექმნა. გაითვალისწინეთ და განსაზღვრეთ სამიზნე აუდიტორია სწორად, შეარჩიეთ შესაბამისი დიზაინი, ინფორმაცია და ა.შ. გახსოვდეს, მომხმარებელს მოსწონს სიმარტივე. ნურასდოდეს დაივიწყებთ, ჩვენი გუნდი თქვენს სამსაურშია, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და ერთად გადავდგათ დიდი ნაბიჯი თქვენი ბიზნესის წარმატების გზაზე!