10:00 სთ-დან საქართველოში ანალოგური მაუწყებლობის გათიშვა დაიწყო
დღეს 10:00 საათიდან საქართველოს ნაწილი ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა.
ანალოგური მაუწყებლობის სიგნალი თბილისსა და მის შემოგარენში, კერძოდ, საგარეჯოს რაიონიში, რუსთავში, მარნეულში, კოჯორში, მცხეთასა და მიმდებარე ტერიტორიაზე გაითიშა.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად უკვე გაცემული რადიოსიხშირული სპექტრი ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას ოცდაათზე მეტი სტანდარტული გარჩევადობის ახრი გავრცელდეს მთელი ქვეყნის მაშტაბით. ამას ემატება ადგილობრივი მაუწყებლების რესურსი, რომლებიც გარდა იმისა, რომ შეძლებენ თავად გავრცელდნენ, აქვთ შესაძლებლობა დამატებით სხვა მაუწყებლებიც გაავრცელონ.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლით საქართველო, ერთის მხრივ, ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებას, მეორეს მხრივ, ქვეყანა რადიოსიხშირული სპექტრს უფრო ეფექტიანად გამოიყენებს და შეძლებს დანერგოს სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურებები, საზოგადოება კი მიიღებს გაცილებით გაუმჯობესებული ხარისხის აუდიო და ვიზუალურ ჩვენებას", - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.
მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები დედაქალაქის შემდეგ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეტაპობრივად, ექვსი კვირის განმავლობაში გაითიშება. ანალოგური სატელევიზო გადამცემი სადგურების გათიშვის გრაფიკი: