11 მაისს ლისის ტბაზე სოციალური კამპანია „წიგნების კითხვის ფესტივალი“ გაიმართება
გადაცემა „წიგნების თაროს“ ორგანიზებით 11 მაისს ლისის ტბაზე სოციალური კამპანია „წიგნების კითხვის ფესტივალი“ გაიმართება. ფესტივალი 12:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, დღის ბოლოს ლაივ-კონცერტი გაიმართება.
„მოსული სტუმრები მთელი დღის განმავლობაში შეძლებენ ბუნებაში მოწყობილ ლამაზ და კომფორტულ გარემოში იკითხონ, ერთმანეთს წიგნები გაუცვალონ, მოისმინონ საინტერესო მასტერკლასები, ჩაერთონ წიგნების კითხვის უპრეცედენტო ფლეშ-მობში, ითამაშონ „წიგნების თარო“ და მოიგონ სხვადასხვა პრიზი.
დღის ბოლოს კი ცნობილი მუსიკოსების მონაწილეობით ლაივ-კონცერტი გაიმართება. „წიგნების კითხვის ფესტივალი“ არის სოციალური კამპანია, რომლის მიზანია ახალგაზრდებში ლიტერატურის პოპულარიზაცია, რეკრეაციულ სივრცეებში კითხვის კულტურის დანერგვა და კიდევ ერთი შემეცნებითი პლატფორმის შექმნა“,-აცხადებენ ორგანიზატორები.
მასტერკლასებს ჩაატარებენ:
ლაივ-კონცერტს გამართავენ: