14 ოქტომბერს ნაცემი ტრანსგენდერი ქალი გარდაიცვალა
32 წლის ტრანსგენდერი ქალი, რომელსაც 14 ოქტომბერს ფიზიკურად გაუსწორდნენ, გარდაიცვალა. ამის შესახებ რამდენიმე საათის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია WISG-ის იურისტს აცნობეს, რომელიც დაზარალებულის ინტერესებს იცავდა.
14 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმის შედეგად მსხვერპლს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული თავისა და ყელის არეში. ის ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა.
19 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის წინასწარ პატიმრობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურატურამ წინასასამართლო სხდომისთვის მაქსიმალური ვადა, დაპატიმრებიდან 60 დღე მოითხოვა. ბრალდებულმა აღკვეთის ღონისძოების სახით 1000 ლარის ოდენობის გირაო ითხოვა. პროკურატურა ამას არ დაეთანხმა. მოსამართლემ აღნიშნა, რომ "ბრალდებულის ქცევა საზოგადობისთვის მომატებულ საფრთხეს წარმოადგენს და საჭიროა მისი იზოლირება". წინასასამართლო სხდომა 8 დეკემბერს, 11 საათზე დაინიშნა.