გვენეტაძე: Facebook-ზე ივანიშვილს მადლობა ჩემმა 11 წლის შვილმა გადაუხადა

 
ბიძინა ივანიშვილისთვის Facebook-ზე მადლობა მე არასდროს გადამიხდია, ეს ჩემი 11 წლის შვილი იყო, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნინო გვენეტაძემ განაცხადა.  გვენეტაძის Facebook-ის პირად გვერდზე 2013 წლის ნოემბერში აღნიშნულია: ”დიდი მადლობა ბატონო ბიძინა”, ამასთან გაზიარებულია ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლები ივანიშვილს მადლობას უხდიან.