16 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

 
ქუთაისში მეათეკლასელი, 16 წლის გოგონა საკუტარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მან, ფარდის საკიდზე, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.