17 ქართული ფილმის ორიგინალი მოსკოვიდან საქართველოში ბრუნდება
რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმფონდიდან“ საქართველოში კიდევ 17 ფილმი დაბრუნდება, მათ შორის მიხეილ კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი სარეჟისორო ნამუშევარი „მათი სამეფო“, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, „გოსფილმფონდიდან“ დაბრუნებული 17 ფილმი ძირითადად 1926 წლიდან 1030 წლამდე პერიოდშია გადაღებული და სიძველის გამო სავალალო მდგმარეობაშია. გასული საუკუნის 20-იანი წლებში დაახლოებით 200-მდე მხატვრული და ქრონიკალური ფილმია შექმნილი, თუმცა რუსეთის ფილმსაცავში მხოლოდ 54 ფილმი ინახება, რომელთაგან ნაწილი უკვე ჩამოტანილია.
ამ ეტაპზე საქართველოში შემდეგი 17 ფილმი ჩამოდის:
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდება, პრიორიტეტი კვლავ 20-იანი წლების ქართული ფილმები იქნება და აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ ამ პერიოდის ქართული კინომემკვიდრეობა სამშობლოში სრულად დაბრუნდება.
უწყების ცნობით, კანის კინოფესტივალი სექციაში „Cannes Classics", „მონანიების“ ჩვენებას უკვე 2 წელია ითხოვს, თუმცა საქართველოში არსებული ასლის დაბალი ხარისხის გამო ეს აქამდე ვერ მოხერხდა „გოსფილმოფონდიდან“ აღნიშნული ფილმის დაბრუნება კი კანის კინოფესტივალზე მისი ჩვენების საშუალებას იძლევა.
„გოსფილმფონდში“ დაცული ქართული კინოარქივის სრულად საქართველოში დაბრუნების შეთანხმებას ხელი 2014 წელს მოეწერა. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდი საქართველოს ეტაპობრივად გადმოსცემს 1921 წლიდან 1991 წლამდე გადაღებულ და ფონდის არქივში დაცულ ქართულ ფილმებს. ამ დროისათვის საქართველოში 51 ფილმია დაბრუნებული.