18 იანვარს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემის პრეზენტაცია გაიმართება
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემის პრეზენტაცია 18 იანვარს გაიმართება, – ამის შესახებ პირველ არხს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ განუცხადა.
„პრეზენტაციაზე წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას, თუ რის შეცვლას ვაპირებთ მასწავლებლის პროფესიასთან დაკავშირებით. ფუნდამენტურად იცვლება სქემა, რომელიც ყველა მასწავლებლის ინტერესია. იცვლება ტრენინგების პროცესი, რომელიც არ იყო ისეთი ეფექტიანი, როგორც გვინდოდა. ამიტომ ვაღებთ კარს და ვიწვევთ, რაც შეიძლება მეტ დაინტერესებულ მხარეს, უფრო მაღალი დონის ტრენინგების მოდული შემოვა მასწავლებლებისთვის“, – განაცხადა შუკაკიძემ.
სამინისტროში აცხადებენ, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კვირაში სამჯერ გაიმართება განათლების სისტემაში დაგაგმილი რეფორმის შესახებ დეტალური პრეზენტაციები.